ჩვენ ვეხმარებით ოჯახებს და მეგობრებს პატივი მიაგონ თავიანთ საყვარელ ადამიანს

დაგვიკავშირდით 24/7

ქელეხის დარბაზი სარიტუალო სახლის მომსახურება

ქელეხის დარბაზი “სარიტუალო სახლის” მომსახურება

მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც არაერთი რიტუალი არსებობს, რომელიც თან ახლავს ადამიანის გარდაცვალებას. მიცვალებულის დაკრძალვის წესი მკაცრადაა დაცული და ქელეხის ტრადიცია ჯერ ისევ ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დროს ჭირისუფალს ბევრი თავისტკივილი უჩნდება – დროულად მოსაძებნია ქელეხის დარბაზი, საჭიროების შემთხვევაში ასევე საპანაშვიდე დარბაზი, სადაც სახლის მაგივრად დაასვენებენ მიცვალებულს. გარდა ამისა, შესარჩევია ჩასასვენებელი, სასახლე კუბო. გასათვალისწინებელია ჩასასვენებლის ფასები, მოსაყვანია კატაფალკა და კიდევ უამრავი დეტალია, რაც არ უნდა გამორჩეთ ახლობლებსა და ოჯახის წევრებს.

ქელეხის დარბაზი თბილისში და შერჩევის მეთოდები

ამ დეტალებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ქელეხის დარბაზი. ქართველებში ქელეხის ტრადიცია მტკიცედაა გამჯდარი და ძალიან დიდი ისტორია აქვს.

ქართული ქელეხი ოდითგანვე იპყრობდა ინტერესს ევროპაში. მე-17 საუკუნის იტალიელი მისიონერი აღფრთოვანებული იყო როგორ იმართებოდა ქელეხის სუფრა და თავის ჩანაწერებში საუბრობს სამეგრელოში ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაზე: დასაფლავების შემდეგ ხალხი მიცვალებულის სახლში ბრუნდებოდა. ძირს სხდებოდნენ გამწრივებულები. მათგან ყველაზე გამორჩეული ადგილი მღვდელს ეთმობოდა, რომელმაც შეასრულა დაკრძალვის წესი. 

იტალიელ მისიონერს ყურადღების გარეშე არ რჩება ქელეხის მენიუ. აღნიშნავს, რომ აქ ყველაფერი სამარხვოა. ცხადია, ახსენებს ღვინოს. რა თქმა უნდა, მე-17 საუკუნეშიც მნიშვნელოვანი იყო ქელეხის სადღეგრძელოები. მღვდელს დიდი ჯამით ეჭირა ღვინო ხელში, დაიწყებდა გალობას, ცოტა ღვინოს მიწაზე დაასხამდა და შესვამდა. ხალხიც იმავეს იმეორებდა. 

რაიონებში ქელეხის სუფრა ხშირად ისევ სახლებსა და ეზოებში იშლება, მაგრამ დიდი ხანია უკვე ქელეხის დარბაზი ბევრად მოსახერხებელია. გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს არ უწევთ ყველაფრის ორგანიზება, ისევე როგორც საჭმლის მომზადება. ქელეხის მენიუ უკვე შედგენილია და მათ ამის მიხედვით შეუძლიათ ცვლილების შეტანა, თუ ამის საჭიროება დადგა.

როგორც წესი, “თავი კაცის” პრეროგატივა იყო, მოეძებნა საბანკეტო დარბაზი იაფად, მოეგვარებინა ბევრი რიგი საკითხი: სასახლე კუბო მზად ყოფილიყო, გარდაცვლილის გადასასვენებელი კატაფალკა დროულად მოსულიყო, სარიტუალო დარბაზი, შეეგროვებინა მოტანილი შესაწირავი და ა.შ.

თავი კაცი იყო ოჯახის უახლოესი, სანდომიანი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა უნარები, რომ ყველა ტექნიკურ საკითხს უპრობლემოდ ჩაევლო.

დღეს უკვე დამკრძალავი ბიურო ითავსებს თავი კაცის როლს. გამოცდილი პროფესიონალების გუნდი აგვარებს ყველა იმ საკითხს, რომელიც წამოიჭრება ადამიანის გარდაცვალების შემდეგ.

ამ რთულ პერიოდი ჭირისუფალს ისედაც ბევრი სადარდებელი აქვს, სწორედ ამიტომ, დამკრძალავი ბიურო “სარიტუალო სახლი” თავის თავზე იღებს არაერთი პრობლემის გადაწყვეტას. 

“მიიღეთ სრული სარიტუალო მომსახურება დაგვიკავშირდით, ჩვენ გთავაზობთ დაკრძალვის შემდგომ მოსახსენებელი ადგილის სრულ მომსახურებას, სადაც შეძლებთ გარდაცვლილს გადაუხადოთ ქელეხი.”

 

დამრძალავი ბიურო სარიტუალო სახლი გთავაზობთ სარიტუალო მომსახურებას

დამკრძალავი ბიურო თბილისში

დამკრძალავი ბიურო თბილისში ბევრი არჩევანითაა წარმოდგენილი, მაგრამ პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ თუ ვისთან აპირებთ საქმის დაჭერას – რამხელა გამოცდილება აქვთ და რა სერვისებს გთავაზობენ.

“სარიტუალო სახლი” უდიდესი გამოცდილების მქონე კომპანიაა. მათთან დაკავშირება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. პროფესიონალების გუნდი თქვენს მაგივრად მოაგვარებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: პანაშვიდების დარბაზი, ქელეხის დარბაზი, კატაფალკა, გარდაცვლილის გაპატიოსნება, მიკროავტობუსი სტუმრებისთვის, გარდაცვლილის როგორც უცხოეთში გადასვენება, ასევე აეროპორტში დახვედრა და მიღება.

თქვენ არ მოგიწევთ ფიქრი, თუ როგორ შევარჩიოთ სამგლოვიარო ყვავილები. “სარიტუალო სახლის” სარიტუალო პროდუქცია ბევრ აუცილებელ დეტალს მოიცავს – იქნება ეს ჩასასვენებელი სასახლე მაცივარი, გვირგვინები, სარიტუალო ლენტები და ა.შ. 

აქ დაგხვდებათ წიფლის, ექვსკუთხა ოვალური სასახლე კუბო, კაკლის ცხრაკუთხა ოვალური, ან წიფლისგან დამზადებული ქართული ტრადიციული ჩასასვენებელი.

სასახლე მაცივარი ასევე აუცილებელია. ჭირისუფლის განკარგულებაშია როგორც სოლიდური შავი სასახლე, ასევე ამერიკული სასახლე მაცივარი.

რაც მთავარია, “სარიტუალო სახლი” თავად მოგიძებნით თქვენს მოთხოვნილებებზე მორგებულ დარბაზს. ქელეხის მენიუ, სტუმრების რაოდენობა, გეოგრაფიული მდებარეობა, სტუმრების ტრანსპორტირება, ყველაფერი იქნება გათვალისწინებული და ზედმეტი სადარდებელი აღარ დააწვება ჭირისუფალს. 

 

ქელეხის დარბაზი თბილისში

საპანაშვიდე დარბაზი

პანაშვიდი არის მიცვალებულთათვის სავედრებელი ლოცვა. ძველად, მაშინ როცა ქრისტიანები იდევნებოდნენ, მიცვალებულებს ღამე ან გამთენიისას კრძალავდნენ, ამიტომ მიცვალებულისთვის ლოცვა ღამით აღესრულებოდა. პანაშვიდის დღეებია  გარდაცვალებიდან მე-3, მე-9, მე-40 დღე. პირველ დღედ ითვლება გარდაცვალების დღე.

ასევე, ეკლესიის რეკომენდაციით, სასურველია თუ პანაშვიდის გადახდა დაემთხვევა მიცვალებულის გარდაცვალების და მფარველი წმინდანის ხსენების დღეს.

როგორც წესი, მიცვალებული სახლშია დასვენებული და სამგლოვიარო რიტუალი ზუსტად აქ ტარდება. მაგრამ, ბოლო პერიოდია, ძალიან ბევრი პანაშვიდის დარბაზი გაჩნდა. 

იმ შემთხვევაში, როცა სხვადასხვა მიზეზის გამო სახლში მიცვალებულის დასვენების საშუალება არაა, ან უბრალოდ ჭირისუფალს ურჩევნია ცალკე სივრცეში დაასვენოს გარდაცვლილი, ამ დროს პანაშვიდების დარბაზი იდეალური გამოსავალია.

დამკრძალავი ბიურო “სარიტუალო სახლი” ამ შემთხვევაშიც დაგეხმარებათ. მრავალწლიანი გამოცდილება იძლევა იმის საშუალებას, რომ ნებისმიერ დამკვეთს საუკეთესო სარიტუალო დარბაზი შეურჩიოს. 

„სარიტუალო სახლი“ უფასოდ გაგიწევთ პირველად კონსულტაციას. დაინტერესების შემთხვევაში სარიტუალო აგენტი ადგილზე მოვა და დაიწყებს მუშაობას.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, როგორც ქელეხის დარბაზი, ასევე საპანაშვიდე დარბაზი ჩვენ მიერ იქნება მოძიებულ-დაორგანიზებული.

ბიუროს მთავარი პრიორიტეტებია თანაგრძნობა, ოპერატიულობა, თანმიმდევრულობა და ინდივიდუალური დამოკიდებულება თითოეულ მომხმარებელთან.

მომსახურების ხარისხი უმაღლესია, ფასები კი – დამკვეთის მოთხოვნებზე, სურვილებსა და შესაძლებლობებზე მორგებული.

„სარიტუალო სახლი“ გთავაზობთ სამგლოვიარო ცერემონიის ორგანიზებას, სარიტუალო მომსახურების სრული კომპლექსით;