ჩვენ ვეხმარებით ოჯახებს და მეგობრებს პატივი მიაგონ თავიანთ საყვარელ ადამიანს

დაგვიკავშირდით 24/7

სარიტუალო სახლის - შესახებ

კომპანია „სარიტუალო სახლის“ მისიაა, მძიმე წუთებში ზედმეტი საზრუნავი აგარიდოთ

სარიტუალო სამსახური გთავაზობთ

კომპანია „სარიტუალო სახლი“ უკვე მრავალი წელია არსებობს საქართველოში და ჩვენ გთავაზობთ ხარისხიანი სარიტუალო მომსახურებების ფართო სპექტრს, ხელმისაწვდომ ფასებში. ჩვენი მთავარი პრინციპია, რომ მძიმე წუთებში მაქსიმალურად შეგიმსუბუქოთ მდგომარეობა, თავიდან აგარიდოთ ზედმეტი საზრუნავი და გაგიწიოთ სარიტუალო მომსახურება.

ჩვენი კომპანია შედგება მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან, რომელთაც ამ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ეს ყოველივე კი განაპირობებს ჩვენი მომსახურებების ზედმიწევნით ყურადღებით და ხარისხიანად შესრულებას.

გრანიტის ქვის ჯვარი
სასაფლაო

ჩვენი მისია

კომპანია „სარიტუალო სახლის“  მისიაა, მძიმე წუთებში ზედმეტი საზრუნავი აგარიდოთ და მდგომარეობა მაქსიმალურად შეგიმსუბუქოთ.
თქვენ არ მოგიწევთ ნერვიულობა იმაზე, როგორ გააპატიოსნოთ გარდაცვლილი, სად დაასვენოთ პანაშვიდების გადასახდელად ან დროულად მოვა თუ არა კატაფალკა, ვინ ჩაიტანს სასახლეს კიბეებზე ან მზად არის თუ არა საფლავი. არ დაგჭირდებათ დარბაზის ძებნა მოსახსენებელი ტრაპეზის გადასახდელად. ამ ყველაფერზე ჩვენ ვიზრუნებთ .

ჩვენი სარიტუალო აგენტები თქვენ გვერდით იქნებიან იმ შემთხვევაშიც, როცა უცხოეთიდან მიცვალებულის გადასვენება იქნება საჭირო;
ჩვენ ვიზრუნებთ იმ ადამიანების დაბინავებაზეც, რომლებიც სხვა ქალაქებიდან ჩამოდიან თქვენი მწუხარების გასაზიარებლად.

სარიტუალო სახლი“ მძიმე წუთებში ღირსეულად დაგიდგებათ გვერდში.

ეს ჩვენი საქმეა!

დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს – კვირაში შვიდი დღე და დღეში 24 საათი.

„სარიტუალო სახლი“ უფასოდ გაგიწევთ პირველად კონსულტაციას, შემდეგ კი, თქვენი სურვილის მიხედვით,  ჩვენი სარიტუალო აგენტი ადგილზე მოვა.