ჩვენ ვეხმარებით ოჯახებს და მეგობრებს პატივი მიაგონ თავიანთ საყვარელ ადამიანს

დაგვიკავშირდით 24/7

დაკრძალვის რელიგიური წესები

პანაშვიდები და დაკრძალვის ცერემონია

ამ მძიმე დღეების ემოციურობა ადამინზე მძაფრად მოქმედებს, ამიტომ ვცდილობთ, ყველა წესი და რიტუალი ზედმიწევნით შევასრულოთ.

ეკლესიურად მიცვალებულს გარდაცვალების დღიდანვე სჭირდება მზრუნველობა, რაც მისთვის დადგენილი წესების აღსრულებით უნდა გამოიხატოს.
ეს არის:

მიცვალებულის გაპატიოსნება

სხეულის განბანა და სუფთა ტანსაცმლით შემოსვა – გარდაცვლილის განბანით გამოვხატავთ სურვილს, რომ მეორედ მოსვლის ჟამს იგი სულითა და ხორცით განწმენდილი წარდგეს შემოქმედის წინაშე.

მიცვალებულისთვის წესის აგება  ეს ხდება დაკრძალვის რიტუალის დღეს ან წინა საღამოს. წესის აგების დროს ღვთისმსახური გარდაცვლილს უხსნის მარადიული ცხოვრებისკენ მიმავალ გზას, ანიჭებს ცოდვათა უკანასკნელ მიტევებას და ლოცვებითა და ფსალმუნებით უწევს შუამდგომლობას ღვთის წინაშე.
თუკი გარდაცვლილი იყო ეკლესიური, ე.ი. იყო მრევლი, უმჯობესია, მისთვის ყველა წესი მისმა სულიერმა მოძღვარმა შეასრულოს.

ფსალმუნების კითხვა – ოჯახის წევრებმა და ახლობლებმაც უნდა მიცვალებულისთვის უნდა იკითხონ საგალობლები წმ. დავით წინასწარმეტყველის “ფსალმუნებიდან”, რომელიც იყიდება ეკლესიაში. ეს მიცვალებულის სულს დიდ შემწეობას უწევს. გასვენებამდე რაც მეტჯერ მოესწრება წიგნის ბოლომდე წაკითხვა, მით უკეთესი.

თავთან კანდელის ანთება და კელაპტრის დადგმა –  გარდაცვლილის თავთით დადგმული ანთებული სანთელი და კანდელი დასტურია იმისა, რომ ეს ადამიანი ქრისტიანი იყო და სწამდა მარადიული ნათლის – სასუფევლის არსებობა.

გარდაცვლილის თავთან ღვინო, ზეთი და ხორბალი – ღვინო და ზეთი წმინდა შესაწირია. ხორბალი მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ადამიანის ცხოვრებამ გამოიღო გარკვეული ნაყოფი და ამასთანავე, გვწამს გარდაცვლილის მკვდრეთით აღდგომის: ხორბალი აუცილებლად უნდა დაითესოს, რათა შემდეგ ამოვიდეს.

დაკრძალვიდან მესამე დღეს საფლავზე გასვლა – მას მერე რაც მოხდება მიცვალებულის გადასვენება სასაფლაოზე და დაკრძალვა, მესამე დღეს – საფლავზე გასვლამდე ჭირისუფალი ღვთისმსახურს ეკლესიაში ან შინ აღასრულებინებს გარდაცვლილის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს. მესამე დღეს ანგელოზები სულს ზეცაში აიყვანენ და წარადგენენ უფალთან. ამის შემდეგ ექვსი დღის განმავლობაში ათვალიერებენ სასუფევლის სანახებს.

 

გარდაცვალებიდან მეცხრე დღე – ამ დღეს სული მეორედ წარდგება უფლის სამსჯავროზე, რომლის შედეგადაც მიჰყავთ ჯოჯოხეთში და მის ყველა საშინელებას აჩვენებენ. ამიტომ გარდაცვლილის სულს სჭირდება შეწევნა და მეოხება, რასაც ღვთისმსახურის მიერ აღვლენილი პანაშვიდით იღებს. ამ დღეს არც საფლავზე გასვლა იკრძალება, სადაც კიდევ ერთხელ მოვიხსენიებთ გარდაცვლილს და უფალს მის შენდობას შევთხოვთ.

გარდაცვალებიდან  მეორმოცე დღე – ამ დღეს შედგება ახალგარდაცვალებულის პირადი სამსჯავრო. ანგელოზები წარმოადგენენ მის კეთილ საქმეებს, რაც სიცოცხლეში ჩაუდენია, აგრეთვე იმ სიკეთესაც, რომელიც მის სახელზე სხვამ აღასრულა, განსაკუთრებით გარდაცვალების შემდეგ ორმოცი დღის განმავლობაში; დაცემული სულები კი წარმოაჩენენ მის ცოდვილ ცხოვრებას. უფალი ჩვენი იესო ქრისტე გაასამართლებს სულს და დედამიწაზე თავის მეორედ მოსვლამდე მიუჩენს დროებით სამყოფელს.

 

სანთლის დანთება – მიცვალებულის მოხსენების ერთ-ერთი ფორმაა სანთლის დანთება, რისთვისაც ეკლესიაში გამოყოფილია კუთხე მაცხოვრის ჯვარცმის გამოსახულებით. სანთლის დანთება გარდაცვლილი ადამიანისათვის შეიძლება სახლშიც, ხატებთან ან მის სახელზე გაწყობილ სუფრაზე.

მიცვალებულის სულს შეგვიძლია დავეხმაროთ მოწყალების საქმითაც – საკურთხის დარიგება, გარდაცვლილის ტანსაცმლის გაცემა, ფულადი შესაწირი შეჭირვებულებისთვის.

„სარიტუალო სახლი“ გთავაზობთ სამგლოვიარო ცერემონიის ორგანიზებას, სარიტუალო მომსახურების სრული კომპლექსით;