ახლობელი ადამიანის გარდაცვალებისას უამრავი სარიტუალო და ბიუროკრატიული პროცედურა ჩნდება, რომლებიც დროულადაა მოსაგვარებელი. მაშინ, როცა ოჯახის წევრები და მეგობრები დაკარგულ ახლობელს უნდა გლოვობდნენ, ამის მაგივრად უწევთ სასაფლაოს მოძებნა, მომზადება და პანაშვიდის დარბაზის შერჩევა.
ჩასასვენებელი, სასახლე, კატაფალკა და უამრავი სხვა დეტალი, მათი დაქირავება და მომზადება დიდ ენერგიასა და რესურსებს მოითხოვს, მგლოვიარე ადამიანებს კი ამ ყველაფრის არც თავი აქვთ და არც დრო.
ამისთვის არსებობს დამკრძალავი ბიურო რომელიც ყველა თავსატეხს თქვენს მაგივრად მოაგვარებენ და ამ მძიმე პერიოდში ზედმეტ საზრუნავს აგარიდებენ.
დამკრძალავი ბიურო თბილისში
ამ საქმიანობას დიდი ხნის ისტორია აქვს. დამკრძალავი ბიურო თბილისში ბევრგანაა და ძებნის დროს ნახავთ, რომ ნამდვილად ფართო არჩევანია, მაგრამ მნიშვნელოვანია ისეთი შეარჩიოთ, რომელსაც საკმარისი გამოცდილება აქვს და მრავალფეროვან სარიტუალო მომსახურებას გთავაზობთ.
მათ უნდა ჰქონდეთ კარგად გამართული სისტემა, სადაც ყველანაირი პროცედურა და კომუნიკაცია ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს.
პირველ რიგში აუცილებელია, რომ მარტივად შეგეძლოთ მათთან ნებისმიერ დროს დაკავშირება. სასურველია, თუ აქვთ 24 საათიანი მომსახურება, კვირის ყველა დღეს.
“სარიტუალო სახლი” მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული და ნებისმიერ დროს მზად არიან თქვენზე მორგებული მომსახურება შემოგთავაზონ.
კუბო და ჩასასვენებელი სასახლე მაცივარი
დავიწყოთ ყველაზე მთავარით. ჩასასვენებელი სასახლე, არ არის მარტივად ასარჩევი და კარგი იქნება, თუ დამკრძალავი ბიურო კუბოების ფართო არჩევანს შემოგთავაზებთ. მიცვალებულის საკადრისად გაცილება ძალიან ხშირად ზუსტად სწორად შერჩეული კუბოთი იწყება.
დღეს უამრავი მასალისა და ფორმის კუბო არსებობს. სარიტუალო სახლში შეგიძლიათ შეიძინოთ ექსვკუთხა, ოვალის ჩასასვენებელი, რომელიც წიფელისგან მზადდება. ან კაკლის, ცხრაკუთხა სასახლე. სასახლის ფასები რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული. მიუხედავად მაღალი ხარისხისა, სარიტუალო სახლში წარმოდგენილი კუბოს ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია.
ასევე აუცილებელია მიცვალებულის მაცივარი და ფორმა და ზომები ზუსტად უნდა იყოს შერჩეული. სარიტუალო სახლი გთავაზობთ როგორც სტანდარტულ, ასევე “ამერიკული” ტიპის მაცივარს, რომელიც გამოირჩევა დიზაინითა და მაღალი ხარისხით.
სამგლოვიარო ცერემონიის ორგანიზება უნდა მოიცავდეს ძირითად სერვისებს:
გარდაცვლილის საპანაშვიდე დარბაზი
ხშირად მიცვალებულს სახლში ასვენებენ, მაგრამ დღეს უკვე ძალიან პოპულარულია დარბაზები. თქვენც სურვილის შემთხვევაში უნდა გქონდეთ არჩევანის საშუალება. სასურველია თუ არის დარბაზში დასვენების შესაძლებლობა, სადაც მიცვალებულს გადაუხდით პანაშვიდს.
გარდაცვლილის გაპატიოსნება
მომსახურებაში შედის ბალზამირება, ჩაცმა-გასუფთავება, მაკიაჟის გაკეთება და მიცვალებულის მოწესრიგებასთან დაკავშირებული სხვა დეტალები.
კატაფალკა – გადასასვენებელი ტრანსპორტი
გარდაცვლილის ტრანსპორტირებისთვის აუცილებელია სპეციალური მანქანა. “სარიტუალო სახლში” სხვადასხვა ტრანსპორტის არჩევანია. არის როგორც კადილაკი, ასევე მერსედი (კატაფალკა ფასი – შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებსაიტზე). ბიურო გთავაზობთ მრავალ ადგილიან მიკროავტობუსით მომსახურებას, რომ სტუმრებმა კომფორტულად მოახერხონ სასაფლაოზე მისვლა.
ასევე, საჭიროების შემთხვევაში, თქვენს მაგივრად მოაგვარებს ისეთ რთულ საკითხებს, როგორიცაა მიცვალებულის სხვა ქვეყანაში გადასვენება და უცხოეთიდან საქართველოში ჩამოსვენებული გარდაცვლილის ტრანსპორტირება.
ბიუროს დიდი გამოცდილება აქვს და ერთ-ერთი მოწინავეა ტრანსპორტირების საკითხებში.
პროფესიონალი ბიუროს სერვისებში არ შედის მხოლოდ დამკრძალავი მომსახურება. ყველა საჭირო პროცედურასთან ერთად გარდაცვალების მოწმობა თქვენს მიერ დაქირავებულმა კომპანიამ უნდა აიღოს.
სარიტუალო დარბაზი და ქელეხი
ტრადიციულად ქართული ქელეხი ძირითადად ოჯახებში ან სოფლისა და ქალაქების ცენტრებში იმართებოდა. მხოლოდ ბოლო რამდენიმე ათწლეულია, რაც სარიტუალო დარბაზი და რესტორანი ითავსებს ასეთი ტიპის შეკრებებს..
“თავი კაცის“ როლი და ფუნქცია დიდი ხნის მანძილზე არსებობდა. სწორედ ეს ადამიანები (ზოგჯერ ჭირისუფალთან შეუთანხმებლადაც კი) წყვეტდნენ სასაფლაოს ადგილს, არჩევდნენ კუბოს, ქელეხზე ვის უნდა შეეგროვებინა ოჯახის დასახმარებლად ახლობელ-ნათესავებისა და მეგობრების მიერ მოგროვილი თანხები (ე.წ. შესაწევარი), სად უნდა გაკეთებულიყო საქელეხე სუფრა და ისინი მეტ-ნაკლები წარმატებით აგვარებდნენ სხვადასხვა საკითხებს.
ფაქტობრივად დღეს ეს ფუნქცია მოვალეობა დამკრძალავმა ბიურომ აიღო და გამოცდილი “თავი კაცების” საწყენად არ გვინდა გამოგვივიდეს, მაგრამ რიგი ობიექტური მიზეზების გამო ისინი უკეთ ასრულებენ ამ საქმეს.
“სარიტუალო სახლის” სერვისებში შედის ქელეხის გადახდა და გარდაცვლილის მოსახსენიებელი ტრაპეზისთვის დარბაზის მოძიება/ქირაობა და ყველა სხვა დეტალი.
მომსახურება ასევე მოიცავს სხვადასხვა აუცილებელი სარიტუალო პროდუქტს. ჩასასვენებელი მაცივარი და სასახლე უკვე ვახსენეთ, ასევე კატაფალკა, მაგრამ საჭირო სხვა პატარა მნიშვნელოვანი ატრიბუტებია, ისეთი როგორიცაა: გვირგვინები, შანდლები, ჯვრები და სამგლოვიარო ყვავილები.
სასაფლაოს ფასები
თბილისში დაახლოებით 60 საქალაქო სასაფლაო, რომელთა ადმინისტრირებას ახდენს მერიის დაქვიმდებარაში მყოფი კომპანია. ამის გარდა არის 25 კერძო სასაფლაო, სადაც კონკრეტული ადგილის ფასს მესაკუთრე განსაზღვრავს.
სასაფლაო 5 ზონადაა დაყოფილი და ფასები დამოკიდებულია კონკრეტულ ზონებზე. ყველაზე ძვირი პირველი ზონაშია და ყველაზე იაფი შესაბამისად მეხუთე ზონაში.
“სარიტუალო სახლი” თქვენთან კომუნიკაციით მოახდენს საფლავის ადგილის შერჩევას.
ჩვენ წარმოგიდგენთ სასაფლაოების რუკას და მთავარია გადაწყვიტოთ სად გსურთ მიცვალებულის დასაფლავება, სხვა ყველა პროცედურას ”სარიტუალო სახლი” საკუთარ თავზე იღებს.
ჩვენი კომპანია მრავალწლიანი გამოცდილებით მოწინავეა ამ საქმეში, აქ პირველადი კონსულტაცია უფასოა. მას შემდეგ, რაც გაესაუბრებით ბიუროს წარმომადგენელს და მიმოიხილავთ დეტალებს, სარიტუალო აგენტი ადგილზე მოვა და შეუდგება სამუშაოს.
პირველი წუთიდან, რაც თქვენ საქმეს დაიჭერთ სარიტუალოსთან, აღარ მოგიწევთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურის გავლა და ათას სხვადასხვა დეტალზე ფიქრი.
მთავარი პრიორიტეტებია თანაგრძნობა, ოპერატიულობა და თანამიმდევრულობა. კომპანია ყველას ინდივიდუალურად უდგება და ზუსტად მათზე მორგებულ სერვისებს სთავაზობს. ფასები, ისევე როგორც სერვისი, დამკვეთის სურვილებსა და შესაძლებლობებზეა მორგებული.