ჩვენ ვეხმარებით ოჯახებს და მეგობრებს პატივი მიაგონ თავიანთ საყვარელ ადამიანს

დაგვიკავშირდით 24/7

კატაფალკა-ტრანსპორტი

კატაფალკა გარდაცვლილის გადასასვენებელი ტრანსპორტი

გარდაცვლილი ახლობელი ადამიანის ბოლო გზაზე გაცილება ძალიან ემოციური და საკრალური მომენტია. კარგად მოგვეხსენება, რომ ამ დროს მიცვალებული სპეციალურ ტრანსპორტშია ჩასვენებული. მეგობრები, ოჯახის წევრები და ნაცნობები კი კატაფალკას უკან მიჰყვებიან და ასე იქმნება სამგლოვიარო მსვლელობა.

დაკრძალვის ორგანიზებისას ბევრი საკითხია გასათვალისწინებელი – მათ შორის  პროცესიის დაგეგმვა და სწორი ტრანსპორტის შერჩევა. კატაფალკა ამ ყველაფრის მნიშვნელოვანი ნაწილია და სასურველია, დიდი ყურადღება მიექცეს არჩევის პროცესს.

 

კატაფალკა – ჩასასვენებელი სპეციალური ტრანსპორტი

კატაფალკა - გარდაცვლილის გადასასვენებელი ტრანსპორტი
კატაფალკა – გარდაცვლილის გადასასვენებელი ტრანსპორტი

დღეს ამ ტიპის ავტომობილების ბევრი ვარიანტი შეგხვდებათ, ერთ-ერთი ასეთია კატაფალკა ვიტო, ასევე კადილაკი, რომელიც ამ საქმისთვის ზედგამოჭრილი ტრანსპორტია და რა თქმა უნდა სპეციალური მარკის მერსედესი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია სტუმრების ტრანსპორტირების საკითხი. არავის სურს, რომ სამგლოვიარო რიტუალზე მოსული სტუმარი ყურადღების გარეშე დარჩეს და ამიტომ საჭიროა სპეციალური მიკროავტობუსების ქირაობა.

ასე რომ მივყვეთ, ვნახავთ ძალიან ბევრი დეტალია დროულად გადასაწყვეტი და მოსაგვარებელი. ბუნებრივია, გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს ემოციური მდგომარეობის გამო ყველაფრის იდეალურად ორგანიზების რესურსი არ აქვთ. ამისთვის არსებობს დამკრძალავი ბიურო და შესაბამისი მომსახურება, რომელიც ამ მძიმე მომენტში მგლოვიარე ახლობლებს ყველა საჭირო სერვისს სთავაზობს.

 

დამკრძალავი ბიურო – თქვენი დამხმარე მძიმე დროს

სასახლის ფასების გარკვევა და სარიტუალო დარბაზის ქირაობა დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. პრობლემა ისაა, რომ ამ ორი საკითხის გარდა კიდევ უამრავი აქტივობაა დასაგეგმი და პროდუქტი შესარჩევი, რისი თავიც მგლოვიარე ადამიანებს არ აქვთ.

კარგი დამკრძალავი ბიურო თქვენი მინიმალური ჩარევის გარეშე მოგიგვარებთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც ამ მძიმე პერიოდში თავს იჩენს და მოგაწვდით ხარისხიან მომსახურებას .

ზუსტად ასეთია “სარიტუალო სახლი”. კომპანია უკვე მრავალი წერია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჯგუფი ყველა საჭირო სერვისს გთავაზობთ. 

“სარიტუალო სახლი” 24/7-ზე მოგემსახურებათ, ნებისმიერ დროს. გაითვალისწინეთ, რომ პირველადი კონსულტაცია უფასოა. შემდეგ კი თქვენი დაინტერესების შემთხვევაში სარიტუალო აგენტი ჩაერთვება საქმეში.

თქვენ მხოლოდ ერთი ზარი გაქვთ განსახორციელებელი აღნიშნულ ნომერზე – +(995) 551 52 24 22, შემდეგ კომპანია თავის თავზე იღებს დეტალების მოგვარებას.

 

სარიტუალო მომსახურება

გარდაცვლილის კატაფალკით ტრანსპორტირებაზე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ როცა ადამიანი უცხო ქვეყანაშია და აქ სურთ ჩამოსვენება, ან საჭიროა საქართველოდან სხვა ქვეყანაში გადაყვანა, ამ დროს ბუნებრივია, რომ ყველაფერი უფრო რთულდება და ძალიან ბევრი ბიუროკრატიული, თუ სხვა პროცედურაა მოსაგვარებელი.

ტრანსპორტირების სხვადასხვა მეთოდები არსებობს – სახმელეთო გზით, რკინიგზით და თვითმფრინავით. რომელ გზას აირჩევენ ჭირისუფლები, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამხელა მანძილია გადასალახი, რა ვადებში უნდა ჩაეტიოს გადაყვანის პროცესი და ა.შ. 

რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია გეოგრაფიული მდგომარეობა, რომელი მეთოდი უფრო ბიუჯეტურია და მოსახერხებელი.

არის შემთხვევები, როცა სახელმწიფო ერთვება ამ პროცესში და თვითონ ფარავს ხარჯებს. 

მსოფლიო პრაქტიკა ისეთია, რომ ბევრი რამეა დამოკიდებული ხდება თუ არა ნეშტის კრემაცია. ვინაიდან საქართველოში არ გვაქვს კრემატორიუმი და ეს პრაქტიკა არ არსებობს, ქვეყნის ტერიტორიაზე ნეშტის გადაყვანის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია შესაბამისი ავტომობილის შერჩევა.

“სარიტუალო სახლი”-ს გააჩნია ყველა ის სარიტუალო მომსახურება, რაც საჭიროა მიცვალებულის უცხოეთში გადასასვენებლად. ასევე, სერვისებში შედის გარდაცვლილის აეროპორტში მიღება/ჩამოსვენების პროცედურები.

უკვე ვახსენეთ ქელეხი. დარბაზის ქირაობა არანაკლებად დამღლელი საქმეა და დიდ დროს მოითხოვს. დამკრძალავი ბიურო ამ პრობლემას მარტივად გადაწყვეტს და ქელეხისთვის განკუთვნილი სპეციალური დარბაზის მომზადება მათი პრეროგატივაა.

ისევე როგორც გარდაცვლილის გაპატიოსნება. ეს მოიცავს ბალზამირებას, მაკიაჟის გაკეთებას, გაპარსვას, ჩაცმას და ყველა სხვა საჭირო დეტალის მოგვარებას.

 

ჩასასვენებელი, სასახლე კუბო და მიცვალებულის მაცივარი

კუბოს ფასი - სარიტუალო სახლის მომსახურება
კუბოს ფასი – სარიტუალო სახლის მომსახურება

გარდაცვლილისთვის ჩასასვენებელის არჩევა ერთ-ერთი მთავარი საკითხია. უამრავი ვარიანტი არსებობს და მათ შორის ერთ-ერთი ასეთი გამორჩეულია წიფლის, ექვსკუთხა ოვალური სასახლე. ასევე ხარისხით და დიზაინით გამორჩეულია კაკლის ცხრაკუთხა კუბო. 

კუბოს ფასი დამოკიდებულია მის მასალაზე. “სარიტუალო სახლში” ნახავთ ყველა საჭირო ზომისა და ფორმის სასახლე კუბოს, რომლებიც გარდა მაღალი ხარისხისა, ძალიან ხელმისაწვდომობით გამოირჩევიან.

 

ასევე მნიშვნელოვანია მიცვალებულის მაცივარი. დამკრძალავი ბიურო ამ ამბავშიც დაგეხმარებათ. მათ აქვთ ძალიან გამორჩეული, ამერიკული სასახლე მაცივარი.

სარიტუალო პროდუქცია მოიცავს ბევრ სხვა მნიშვნელოვან დეტალს. მათ შორისაა შანდლები, ჯვრები, სპეციალური ლენტები. ყველა ეს ჩამოთვლილი ამ საკრალურ რიტუალს დამატებით მნიშვნელობას სძენს. და რა თქმა უნდა სამგლოვიარო ყვავილები, რის გარეშეც არაფერი გამოვა. 

სარიტუალო სახლის ყველა გადასასვენებელი ტრანსპორტი სრულადაა გათვლილი ნებისმიერი ტიპის კუბოსა და ჩასასვენებელის ზომაზე. ბიუროს მიერ გამოყოფილი სპეციალური ჯგუფი უზრუნველყოფს, რომ მიცვალებული ყველა წესის დაცვით იყოს შესაბამისი მისამართიდან სასაფლაოზე გადასვენებული.

თუ ჭირისუფალს ჯერ არ აქვს ადგილი გამოყოფილი და სურს სასაფლაოს ყიდვა, ამაშიც დაგეხმარებათ სარიტუალო სახლი.

 ბიურო ძალიან გაგიმარტივებთ არჩევის პროცესს და საბოლოოდ სასურველ სასაფლაოზე შეიძენთ ადგილს. 

როგორც მიმოვიხილეთ, სწორად შერჩეული სარიტუალო ბიურო არამარტო კატაფალკის მომსახურებას, არამედ დამატებით უამრავ საჭირო სერვისს გთავაზობთ.

სარიტუალო მომსახურება ფასების მიხედვით რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული – რამდენ სერვისს აირჩევთ და რა პროდუქტს შეიძენთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სარიტუალო სახლი შეღავათიან პირობებითაა წარმოდგენილი.

„სარიტუალო სახლი“ გთავაზობთ სამგლოვიარო ცერემონიის ორგანიზებას, სარიტუალო მომსახურების სრული კომპლექსით;