საქართველოში ჯერ ისევ ბევრი წეს-ჩვეულებაა შემორჩენილი, რომლის მიხედვითაც ოჯახი და ახლობლები მიცვალებულს აპატიოსნებენ და უკანასკნელ გზაზე აცილებენ. ამ ბლოგში მიმოვიხილავთ, თუ რას გულისხმობს მიცვალებულის დაკრძალვის წესი და რა ტრადიციებს იცავენ ჭირისუფლები.
მიცვალებულის პანაშვიდი და დამკვიდრებული ჩვეულებები
ანტიკური პერიოდის კოლხეთში მიცვალებულის დაკრძალვა განსხვავებული მეთოდით მიმდინარეობდა. გარდაცვლილს ხარის ტყავში ახვევდნენ და ქალაქიდან მოშორებით ხეზე ჰკიდებდნენ.
მოგვეხსენება, რომ დღეს მოსახლეობის უმეტესობა ეკლესიურ წესს მისდევს. ამ წესის ნაწილია მიცვალებულის თავთან დანთებული სანთელი და კანდელი.
სანთლის გარდა თავთან დგამენ ნაკურთხ მარილს, ღვინოს, ზეთს, ხორბალს, წყალს და საფლავისთვის ნაკურთხ მიწას.
განსაზღვრულია ოთახში დასასვენებელი ადგილი. წესის მიხედვით, გარდაცვლილი აღმოსავლეთით უნდა იყურებოდეს. მორწმუნეები აღმოსავლეთით პირმიქცეულნი ლოცულობენ, რადგან მაცხოვრის მეორედ მოსვლას აღმოსავლეთიდან ელიან. ამიტომ, მიცვალებულიც აღმოსავლეთისკენაა მიბრუნებული და მაცხოვრის მუდმივი მოლოდინის რეჟიმშია.
ხელები მარჯვნიდან მარცხნივაა გადადებული და ამ ფორმითაა მკერდზე გადაჯვარედინებული. გარდაცვლილს გულზე უკეთია ნაკურთხი ჯვარი. ხშირ შემთხვევაში მარცხენა ხელშიც უდებენ სხვა ჯვარს.
მიცვალებულის გაპატიოსნება
მიცვალებულის განბანვა და შემოსვა ტრადიციის უცვლელი ნაწილია. სხეულის განბანვა მოიცავს
ყველა ნაწილს. ეს მიუთითებს გარდაცვლილის უბიწო ცხოვრებისა და სულიერი სიწმინდის შესახებ.
განსაბანი წყალი უნდა იყოს თბილი, მაგრამ არა ცხელი, რათა არ დალბეს სხეული. იყენებენ საპონსა და რბილ ნაჭერს. ჩვეულებრივ, განბანვის პროცესში მონაწილეობს უფროსი ასაკის ადამიანი.
თუ ასაკოვანი არაა, ამ შემთხვევაში ქალსაც შეუძლია მართოს პროცესი. სანამ დასაფლავების დღეები მოვა, ცხედარს მოსავენ სუფთა სამოსში, ახალ და სუფთა სამოსს თავისი დატვირთვა აქვს.
პანაშვიდის წესები
პანაშვიდის წესები გულისხმობს, რომ გარდაცვლილს ეკიდოს ჯვარი. ბაგეები მოკუმული ჰქონდეს, თვალები დახუჭული, ხელები მკერდზე გადაჯვარედინებული.
ქალს აფარებენ თავსაფარს და ის მთლიანად ფარავს თმებს. სასურველია, რომ თმის ბოლოები იყოს გადაჯვარედინებული. როგორც უკვე ვახსენეთ, მიცვალებულს მარცხენა ხელში უდებენ ჯვარს, ან ხატს. მამაკაცის შემთხვევაში მაცხოვრის გამოსახულებით, ხოლო ქალისათვის – ღმრთისმშობლის გამოსახულებით.
ასევე შესაძლებელია, რომ მარცხენა ხელში ჯვარი ჰქონდეს, ხოლო მკერდზე – ხატი. ეს კეთდება იმის ნიშნად, რომ მიცვალებულს სწამდა ქრისტე და მიაბარა მას სული.
წესის აგება
გასვენების დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მიცვალებულს წესი უნდა აუგონ. წესის აგებას ასრულებს მღვდელი. ეს ხდება ოჯახში, ან ეკლესიაში. თუ გასვენების დღეს რაიმე პრობლემაა, წესის აგების თარიღმა შესაძლებელია მანამდე გადმოიწიოს.
მიცვალებულის დაკრძალვის დღეები
დაკრძალვის დღეები არის სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი და კვირა. მიცვალებული იკრძალება გარდაცვალებიდან 3-5 დღის განმავლობაში, ასე რომ, გასვენების დღეები წინასწარაა განსაზღვრული. საერო პანაშვიდის დროს სასურველია, საერო სიმღერებისა და მუსიკის ნაცვლად, შესრულდეს საეკლესიო პანაშვიდის საგალობლები.
მეცხრე დღე გარდაცვალებიდან
იმ შემთხვევაში, თუ გარდაცვლილი ეკლესიაშია დასვენებული, მაშინ კუბო შუაში, პირით საკურთხევლისაკენ დგამენ და ოთხივე მხარეს სასანთლეებია განთავსებული. ეკლესიის სწავლებით, ადამიანის სული, გარდაცვალებიდან მესამე დღეს გადის საშინელ საზვერეებს და რომ გაუადვილდეს სხვა ცხოვრებაში გადასვლა, ამისთვის სჭირდება ეკლესიის და ახლობლების დიდი დახმარება.
მართლმადიდებელი ქრისტიანის კუბოსთან იკითხება მიცვალებულთა კანონები და ფსალმუნნი, ეკლესიაში კი სრულდება წესის აგება. მრწამსის თანახმად, გარდაცვლილი მესამე დღეს პირველად წარსდგება უფალთან, ხოლო გარდაცვალებიდან მეცხრე დღე კი უკვე მეორე ვიზიტის თარიღია, მანამდე ანგელოზები ჯერ ჯოჯოხეთს აჩვენებენ და შემდეგ მიჰყავთ ის ღმერთთან.
ტრადიციის თანახმად, როდესაც მეცხრე დღე დადგება, გარდაცვლილის საპატივსაცემოდ და მისი სულის მოსახსენიებლად მიღებას მართავენ, მაგრამ ამ დროს არავის პატიჟებენ, შეხსენების გარეშე უნდა მოვიდნენ ის ადამიანები, რომლებსაც გარდაცვლილი ადამიანის სულის ბედი აღელვებთ და მას ყოველივე საუკეთესოს უსურვებენ.
მიცვალებულის გადასვენება და დაკრძალვის რიტუალი
წესის აგება როცა სრულდება, ნათესავებს აძლევენ გვირგვინს, საპანაშვიდე მიწას და განტევების ლოცვის ფურცელს, ესეც ჩვეულების ნაწილია. მიცვალებულს მარჯვენა ხელში განტევების ლოცვა უდევს, შუბლზე კი ქაღალდის გვირგვინი.
მისი გადასვენება უკვე ბოლო გზაზე გაცილების დასაწყისია. დამშვიდობების შემდეგ, სასაფლაოზე ცხედარს მარჯვენა მხრიდან მარცხნივ, ჯვრისსახედ ზეწრით დაფარულს – აყრიან ქვიშას ისე, რომ სწორი ფორმის ჯვარი გამოვიდეს.
დაკრძალვის რიტუალი მოიცავს დაკრძალვის შემდეგ, სასაფლაოს მიწის მიმობნევას. გვირგვინი და ლოცვის ფურცელი იფლობა სამარის ბორცვში, იმ შემთხვევაში, როცა სამარე ძალიან შორსაა, ქაღალდის გვირგვინს და ლოცვას წვავენ, მიწას კი მიმოაბნევენ ნებისმიერ სამარეზე, რომელზეც მართლმადიდებლური ჯვარია აღმართული.
გარდაცვალების 40 დღე
ჩვეულების თანახმად, გარდაცვალებიდან 40 დღე მოასწავებს, რომ უკვე უნდა შედგეს მიცვალებულის პირადი სამსჯავრო. ანგელოზები წარმოადგენენ მის კეთილ საქმეებს, რაც სიცოცხლეში ჩაუდენია, აგრეთვე იმ სიკეთესაც, რომელიც მის სახელზე სხვამ აღასრულა, განსაკუთრებით გარდაცვალების შემდეგ ორმოცი დღის განმავლობაში.
ყველას მოგვეხსენება, დაკრძალვის რიტუალი რამხელა ემოციური მომენტია და ზოგადად, ოჯახის წევრები და ახლობლები როგორ მდგომარეობაში არიან, ამ დროს ძალიან რთულია მიცვალებულის დაკრძალვის წესი პირნათლად იყოს დაცული.
დღეს უკვე არსებობს დამკრძალავი ბიურო “სარიტუალო სახლი” და კერძო, გამოცდილი კომპანია საკუთარ თავზე იღებს დაკრძალვასთან დაკავშირებულ უამრავ დეტალს.
ეს ძალიან დიდი შვებაა ჭირისუფალისთვის. სარიატულო სახლის სერვისებში შედის როგორც სამგლოვიარო ცერემონიის ორგანიზება, ასევე სრული დამკრძალავი მომსახურება. პროფესიონალების გუნდი ზრუნავს, რომ ამ მძიმე სიტუაციაში ოჯახსა და მეგობრებს შეუმსუბუქდეთ მდგომარეობა.