დაკრძალვის ორგანიზება არასდროს არის მარტივი საქმე. იგი ითხოვს ძალიან დიდ ემოციურ ძალას არა მხოლოდ გარდაცვლილი ადამიანის ოჯახის წევრების მხრიდან, არამედ მათგანაც, ვინც ოჯახს ამ მომენტში გვერდში უდგას და ეხმარება, რათა მიცვალებული ღირსეულად გააცილონ ბოლო გზაზე. მთავარი სიძნელეს კი წარმოადგენს ის, რომ დრო ცოტაა. დაკრძალვის ორგანიზებას სჭირდება სწრაფად მოქმედება და, ამავე დროს, ყველა მნიშვნელოვანი ასპექტის და უამრავი წვრილმანი დეტალის გათვალისწინება.
ასეთ დაძაბულ ემოციურ ფონზე ჭირისუფლისთვის რთულია, დაკრძალვისთვის საჭირო სარიტუალო აქსესუარები, სასახლე მაცივარი, ჩასასვენებელი სასახლე, ცალ-ცალკე ეძებოს და შემდეგ მათი ხარისხიანობის შედარებითი ანალიზი აკეთოს, რათა გარდაცვლილს სასურველი პატივიც მიაგოს და თაღლითობის მსხვერპლადაც არ იქცეს.
ამ მძიმე არჩევანს შედარებით შეგიმსუბუქებთ ჩვენი სარიტუალო სახლი, რომელიც დაკრძალვის ორგანიზებისთვის მომსახურების სრულ სპექტრს გთავაზობთ.
ჩვენს საიტზე saritualo.ge, შეგიძლიათ, გაეცნოთ დაკრძალვისთვის საჭირო ნივთების და სარიტუალო აქსესუარების ნაირსახეობას და ასევე, წაიკითხოთ განმარტებები მათი დანიშნულების შესახებ.
რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, სიკვდილი, ანუ ბიოლოგიური ორგანიზმის სიცოცხლის დასასრული, გარდაუვალია და მიცვალებულთა კანონები – აუცილებლად შესასრულებელი როგორც დაკრძალვამდე, ისე დაკრძალვის შემდეგ.
როგორ შევარჩიოთ ჩასასვენებელი სასახლე ?
მიცვალებულის ჩასასვენებელი, იგივე სასახლე, იგივე კუბო – ეს, ქრისტიანული წესების მიხედვით, დაკრძალვისთვის მთავარი აქსესუარია. ჩასასვენებელი საჭიროა იმ შემთხვევაშიც, როცა მიცვალებულის კრემაცია ხდება – ჩასასვენებლის გარეშე შუძლებელია, რომ მიცვალებულთან გამომშვიდების რიტუალი სათანადოდ ჩატარდეს..
დღეს დამკრძალავი ბიუროები შემოგთავაზებენ მიცვალებულის ჩასასვენებლის მრავალფეროვან მოდელებს. ეს ხდება არა იმიტომ, რომ ისინი ამ მრავალფეროვანი არჩევანის შემოთავაზებით მეტი ფინანსური სარგებლის ნახვას ცდილობენ ან თქვენ გამოძრავებთ თავის გამოჩენის სურვილი. კუბო – ეს გლოვის სიმბოლოა, ოჯახის მხრიდან მიცვალებულისთვის დაკრძალვამდე უკანასკნელი მატერიალური პატივის მიგება. სარიტუალო აქსესუარებით ადამიანები ერთგვარ პატივისცემას გამოხატავენ იმ ახლობლის მიმართ, ვინც მათგან სამუდამოდ მიდის. ამიტომ ჭირისუფალს უნდა ჰქონდეს ფართო არჩევანის საშუალება.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ჩვენი სარიტუალო სახლის ასორტიმენტით ნებისმიერი გემოვნების ადამიანს არჩევანის მრავალფეროვან საშუალებას ვაძლევთ და, ამასთან ერთად, მაქსიმალურად ვინარჩუნებთ ფასების ხელმისაწვდომ დიაპაზონს.
როცა კუბოს ყიდვა დადგება დღის წესრიგში, თავდაპირველად უმჯობესია, შეარჩიოთ ის დამკრძალავი ბიუროები /სარიტუალო სააგენტო, რომლის თანამშრომლები გაგიწევენ შემდეგ მომსახურებას:
- წარმოგიდგენენ ჩასასვენებლების არჩევანს, რომლებიც თავად ამ სააგენტოს აქვს გასაყიდ ნივთებს შორის; ასევე – ამ ნივთების პრეისკურანტს;
- მოგაწვდიან დეტალურ ინფორმაციას, თუ რომელი მასალისგან არის დამზადებული ესა თუ ის მოდელი;
- თითოეულ მოდელს უნდა მოჰყვებოდეს ახსნა, თუ როგორი ვარიაციები შეიძლება შეირჩეს: ფერი, ფურნიტურა (სახელურები), შიგნით ამოფენილი ქსოვილის სახეობა და ა.შ.
რა უნდა გაითვალისწინოთ ჩასასვენებლის შეძენის დროს
დაკრძალვის რიტუალისთვის ნივთების შეძენას ყოველთვის ახლავს ემოციური ფონი, ამიტომ უფრო გაგიადვილდებათ, თუკი ასეთი გეგმის მიხედვით იმოქმედებთ:
- გადაწყვიტეთ, რა მასალისგან უნდა იყოს დამზადებული ჩასასვენებლი.
- თუ ხის მასალაზე აკეთებთ არჩევანს, განსაზღვრეთ, რომელი ხისგან უნდა იყოს: წიფელი, თხმელა, წაბლი, მუხა.
- თუ გსურთ, რომ ნაჭრის ჩასასვენებელი (ანუ გარედან ნაჭრით დაფარული) შეარჩიოთ, ჩამოყალიბდით – როგორი ფაქტურის ქსოვილი გსურთ და რა ფერის უნდა იყოს;
- შემდეგ დარეკეთ რამოდენიმე დამკრძალავ ბიუროში და იკითხეთ თქვენ მიერ გონებაში შერჩეული ჩასასვენებლის ღირებულება – გარწმუნებთ, სხვადასხვა ფასებს შემოგთავაზებენ და ამით თქვენ საშუალება მოგეცემათ, ეკონომიური ვარიანტი შეარჩიოთ;
- აუცილებლად სთხოვეთ დამკრძალავი ბიუროს თანამშრომელს, დეტალურად აღგიწეროთ პროდუქტი, აგიხსნათ, თუ რა შედის კომპლექტაციაში და პუნქტობრივად გაგიწეროთ ფასი.
- არ დაგავიწყდეთ, სწორად უთხრათ დრო, თუ როდის უნდა იყოს მზად სასახლე მიცვალებულისთვის.
თანამედროვე ჩასასვენებლები – კლასიფიკაცია
თანამედროვე ჩასასვენებლების კლასიფიკაცია საკმაოდ ფართოა.
მიცვალებულის ჩასასვენებლები, ძირითადად, შემდეგი პარამეტრებით განსხვავდება ერთმანეთისგან:
- დანიშნულება: საფლავში დაკრძალვა თუ კრემაცია;
- ზომა: დიდის, საბავშვო, ჩვილის, გადიდებული ზომის;
- ფორმა: 4-წახნაგიანი, 6-წახნაგიანი და ა.შ.;
- მასალა: ხე, ლითონი, კომბინირებული მასალა, ბიოდეგრადირებადი მასალა;
ჩასასვენებლები შორ მანძილზე ტრანსპორტირებისთვის
თუკი საჭიროა მიცვალებულის ცხედრის ტრანპორტირება შორ მანძილზე, ამისთვის არსებობს სპეციალური ჩასასვენებელი, რომელსაც განსაკუთრებულ კონსტრუქცია აქვს და სწორედ შორ მანძილზე ტრანსპორტირებისთვის არის გათვალისწინებული.
ცხედრის ტრანსპორტირებისთვის თუთიის კუბო (ცინკის კუბო) მხოლოდ იმ შემთხვევაშია საჭირო, როდესაც:
ა) გარდაცვალების მიზეზი გახდა მძიმე ვირუსი ან ინფექცია – შიდსი, სპიდი, ტუბერკულოზის ღია ფორმა, კოვიდ-19 და ა.შ.;
ბ) ცხედრის ტრანსპორტირება ხდება თვითმფრინავით;
ასეთი შემთხვევები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.