მიცვალებულთან გამომშვიდობების ტრადიციული სამგლოვიარო რიტუალი წარმოუდგენელია ყვავილების თაიგულებისა და გვირგვინების გარეშე. პანაშვიდზე ყვავილების მიტანა მიცვალებულის მიმართ პატივისცემის გამოხატულებაა.
პანაშვიდის გადახდა და წესები სხვადასხვა რელიგიაში საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა. ამიტომ, უმჯობესია ამ დაუწერელი წესების ცოდნა, რათა უნებლიეთ უხერხულ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ.
ამ საკითხში მთავარია, ვიცოდეთ:
ა) როგორ შევარჩიოთ გვირგვინი ან ყვავილების სამგლოვიარო თაიგული – სახეობების და ფერების მიხედვით;
ბ) რამდენი ყვავილი უნდა იყოს სამგლოვიარო თაიგულში;
გ) როგორი ყვავილები მიაქვთ მამაკაცის პანავიდზე და როგორი – ქალის პანაშვიდზე;
დ) შეიძლება თუ არა პანაშვიდზე ან სასაფლაოზე ხელოვნური ყვავილების თაიგულის მიტანა;
ე) სად დავაწყოთ პანაშვიდზე მიტანილი ყვავილები;
ვ) როდის იღებენ საფლავიდან დაკრძალვის დღეს მიტანილ ყვავილებს;
როგორ შევარჩიოთ სამგლოვიარო გვირგვინი, ყვავილების თაიგული პანაშვიდისთვის ?
ფლორისტები ამ საქმეში რიტუალების ძველისძველ წესებს მიჰყვებიან. ყვავილების „ენა“ მიცვალებულის მიმართ თქვენს განწყობას აჩვენებს – ყვავილების საშუალებით თქვენ შგიძლიათ, გარდაცვლილის იმ პიროვნულ თვისებებზე გააკეთოთ აქცენტი, რომლებიც თქვენთვის მნიშვნელოვანია.
აი, მაგალითად:
ქრიზანთემა – ამ ყვავილის ყვითელი ფერი აღნიშნავს მწუხარებას, ნაღველს; ღია ტონები – სილამაზესა და სათნოებას;
ლილია და მაგნოლია – ეს ყვავილები გარდაცვლილი ადამიანის წესიერებასა და დიდსულოვნებაზე მიუთითებენ;
როზმარინი – მარადიული ხსოვნის გამოხატულებაა;
გლადიოლუსი და ნარცისი – მადლიერებას განასახიერებენ;
გვირილა – არდავიწყების სიმბოლოა;
ცისფერი სუმბული (Hyacinthus) – დამშვიდობების ნიშანია;
მინდვრის ყვავილები – მადლობის გამოხატვაა მიცვალებულის მიერ განვლილი ცხოვრებისათვის;
ამასთან ერთად, მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ყვავილის სახეობას, არამედ ყვავილის ფერსაც:
წითელი და შინდისფერი – სიყვარულსა და მიჯაჭვულობაზე მეტყველებს;
მეწამული ფერის ყვავილი – დანაკარგის ნიშანია;
ყვითელი – მომავლის იმედის, ოპტიმიზმის სიმბოლოა;
ნარინჯისფერი – თანაგრძნობას გამოხატავს;
იასამნისფერი – სულის უკვდავების აღმნიშვნელია;
ლურჯი – ღრმა მწუხარებას აჩვენებს;
თეთრი – სიწმინდე და სრულყოფილებაა;
მწვანე – სიმშვიდე და მარადიული ცხოვრების რწმენაა.
როგორც პროფესიონალი ფლორისტები ამბობენ, სამგლოვიარო გვირგვინში უმჯობესია, მაქსიმუმ, სამი ფერი იყოს. სამგლოვიარო თაიგულის კომპოზიციაში ხშირად არის ჩართული წიწვოვანი მცენარეების ტოტები, რითიც გლოვაზე კეთდება აქცენტი.
რამდენი ყვავილი უნდა იყოს სამგლოვიარო თაიგულში?
საქართველოში მიღებულია, რომ მიცვალებულის პანაშვიდზე მისატან თაიგულში კენტი ყვავილი იყოს – მაგალითად, 3, 5 ან 7, თუმცა ამ წესს არ აქვს რელიგიური საფუძველი;
ჩვენს ახლო მეზობლებში კი პირიქით – კენტ ყვავილს დღესასწაულზე ჩუქნიან, ლუწი კი სამგლოვიაროდ არის მიღებული;
სამგლოვიარო გვირგვინში ყვავილების რაოდენობას არ ითვლიან, მთავარია კომპოზიციის ფერები და ესთეტიკა.
დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში ყვავილების რაოდენობას საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას. მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, გამოსამშვიდობებელ რიტუალზე დასწრება, ჭირისუფლის გვერდში დგომა და ამით მიცვალებულის პატივისცემა.
მუსლიმებსა და იუდეველებში კი პანაშვიდზე ყვავილების მიტანა ყოვლად დაუშვებელია – ნებისმიერი მცენარე მათთვის რელიგიის შეურაცხყოფას ნიშნავს;
როგორი ყვავილები მიაქვთ მამაკაცის პანაშვიდზე და როგორი უნდა იყოს სამგლოვიარო თაიგული ქალის პანაშვიდისთვის?
როცა გარდაცვლილი მამაკაცია, უმჯობესია, თაიგულის ყვავილები და სამგლოვიარო ლენტი მუქი ფერის იყოს. ასეთი სიტუაციისთვის შეუფერებელია ღია ვარდისფერი ან ცისფერი ყვავილები. რაც შეეხება ყვავილების სახეობებს, აქ შეძღუდავი ხართ – კარგი არჩევანი იქნება თეთრი მიხაკები, თეთრი ვარდები, მუქი ფერის ქრიზანთემები და ა.შ.;
ქალის პანაშვიდზე მისატანად ყვავილები თაიგულისთვის შეგიძლიათ, შეარჩიოთ ღია ფერის კალები, ვარდები, ორქიდეები, ქრიზანთემები. ასაკოვანი ქალბატონისთვის – ყვითელი წითელი ან იასამნისფერი ყვავილების კომპოზიცია კალათში.
შეიძლება თუ არა პანაშვიდზე ხელოვნური ყვავილების მიტანა?
აქ მკაცრი წესები არ არსებობს.
ცოცხალი ყვავიები გაცილებით ძვირია, თუმცა სწრაფად ჭკნება. ხელოვნური ყვავიებისგან კი ამზადებენ სამგლოვიარო კალათებს, სამგლოვიარო გვირგვინებს, სამგლოვირო გირლიანდებს.
ნატურალური ყვავილებს ეს ლამაზი ასლები დიდხანს ძლებს, თუკი ხარისხიანი არც ხუნდება და წვიმასა და ყინვასაც კარგად უძლებს.
სად დავდოთ პანაშვიდზე მიტანილი ყვავილები?
პანაშვიდის დროს ცოცხალ ყვავილებს, სამგლოვიარო გვირგვინებს ან კალათებს იმ ტახტის ძირში აწყობენ, რომელზეც დასვენებულია მიცვალებულის სასახლე.
თუკი კუბოს თავი დახურული აქვს, შეიძლება მას ზემოდანაც დააწყოთ ყვავილები .- კვირტებით მიცვალებულის სახისკენ
მიცვალებულის გამოსვენებისას სახლიდან გამოაქვთ და სასაფლაოზე მიაქვთ ყველა თაიგული და გვირგვინი.
ყვავილები სასაფლაოზე უნდა დარჩეს 40 დღის განმავლობაში – ასეთია მართლმადიდებლებში გავრცელებული წესი.
***
მიცვალებულის უკანასკნელ გზაზე ღირსეულად გაცილება მნიშვნელოვანი რიტუალია როგორც მისი ოჯახის წევრებისთვის, ასევე მისი ახლობელი ადამიანებისთვის.
ყვავილების თაიგული კი, აგერ უკვე საუკუნეებია, მართლმადიდებელი მიცვალებულისთვის პატივის მიგების ერთ-ერთი უცვლელი ატრიბუტია.
ჩვენი „სარიტუალო სახლი“ გთავაზობთ, სამგლოვიარო თაიგულების და გვირგვინების დიდ არჩევანს.
თუკი თქვენ ვერ ახერხებთ, თავად დაესწროთ ახლობელი ადამიანის პანაშვიდებს, ჩვენი სარიტუალო აგენტები თქვენ მიერ ონლაინ შეჩეულ თაიგულს მითითებულ მისამართზე მიიტანენ. გარწმუნებთ, რომ ეს ჭირისუფლისთვის თქვენი მხრიდან არანაკლებ ემოციური თანადგომა იქნება.