მიცვალებულისთვის საფლავის ყიდვა – ეს ჭირისუფლისთვის პირველი რიგის საზრუნავი ხდება, მაშინ როცა ოჯახის საგვარეულო სამარხში ანუ წინაპრების სასაფლაოზე თავისუფალი ადგილი არ არის დარჩენილი.
ამ საზრუნავასც ჩვენი სარიტუალო სახლი მაქსიმალურად შეგიმსუბუქებთ. თქვენ მხოლოდ ის უნდა გადაწყვიტოთ, საქართველოს რომელ ქალაქში, რომელ უბანში და რომელ სასაფლაოზე გსურთ თქვენი ოჯახის გარდაცვლილი წევრის დაკრძალვა.
ამ სტატიაში გაგარკვევთ, თუ რა ზოგადი წესები არსებობს თბილისის სასაფლაოებზე დაკრძალვისთვის.
რამდენი სასაფლაოა თბილისში?
თბილისში და თბილისის ადმინისტრაციულ ტერიტორიაში შემავალ დაბებში გაშენებულია 60-მდე საქალაქო სასაფლაო და ოთხი პანთეონი.
ქალაქ თბილისის საქალაქო სასაფლაოებს ადმინისტრირებას უწევს შპს „ჰერმესი“, რომელიც მერიის დაქვემდებარებაშია.
რა ღირს სასაფლაო თბილისში?
თბილისის სასაფლაოების ფასები რეგულირდება „ქ. თბილისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით.
ასევე, თბილისში არსებობს, დაახლოებით, 25 კერძო სასაფლაო, სადაც საფლავის ფასს ინდივიდუალურად განსაზღვრავს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე.
საქალაქო სასაფლაოები დაყოფილია 5 ზონად. ზონებს ნომერი ენიჭება იმის მიხედვით, თუ რამდენად არის დაშორებული სამანქანო გზისგან საფლავისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი და როგორია რელიეფი. ზონებს ადგენს და შესაბამის ფასს განსაზღვრავს თბილისის მერია.
ფასები განსხვავებულია ზონებისა და რაიონების მიხედვით. ყველაზე ძვირი საფლავები მდებარეობს პირველ ზონაში.
მე-5 ზონაში ერთი და ორადგილიანი საფლავები უფასოა. ჭირისუფალს გადასახდელი აქვს მხოლოდ მესაფლავის მომსახურება.
თბილისის საქალაქო სასაფლაოებზე, ისევე როგორც რაიონებში, დაშვებულია საგვარეულო სამარხში მიცვალებულის ნეშტზე მეორად დაკრძალვა, მინიმუმ 15 წლის გასვლის შემდეგ.
რაში დაგეხმარებათ ჩვენი „სარიტუალო სახლი“?
ჩვენი სარიტუალო მომსახურება ორიენტირებულია იმაზე, რომ ჭირისუფალმა სახლიდან გაუსვლელად მოაგვაროს ყველა საკითხი, რაც გარდაცვლილი ახლობლის გაპატიოსნებას და ღირსეულად დაკრძალვას სჭირდება. ამ საკითხებს შორის არის, რათქმა უნდა, საფლავის ყიდვა და ამ საკითხის მოგვარებაში დახმარება.
მას შემდეგ, რაც მოხდება პირის გარდაცვალების რეგისტრაცია ანუ ჭირისუფალი აიღებს გარდაცვალების ცნობას, ჩვები „სარიტუალო სახლი“ ითავებს და იზრუნებს დასაფლავების ყველა დეტალზე, თქვენთან შეთანხმებით – როგორც თბილისში, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით.
თქვენ აირჩიეთ საფლავის ადგილი თქვენი მიცვალებულისთვის, ტრადიციული დაკრძალვის ორგანიზება კი ჩვენ მოგვანდეთ.
თბილისის საქალაქო სასაფლაოები:
ახალი ვაზენგორის სასაფლაო
ახალი კუკიის სასაფლაო
ბაგების სასაფლაო
გლდანის სასაფლაო
დაბა კოჯრის სასაფლაო
დაბა წყნეთის სასაფლაო
დამპალოს სასაფლაო
დიდი ლილოს (ნასაგურის) სასაფლაო
დიდი ლილოს სასაფლაო
დიდუბის სასაფლაო
დიღმის სასაფლაო
დიღმის საძმო სასაფლაო
ვაზისუბნის სასაფლაო
ვაკის სასაფლაო
ვარკეთილის სასაფლაო
ვაშლიჯვრის სასაფლაო
ველის სასაფლაო
ვერის სასაფლაო
ზაჰესის სასაფლაო
ზემო ავჭალის სასაფლაო
ზემო საბურთალოს სასაფლაო
თბილისის ზღვის სასაფლაო
კონიაკის სასაფლაო
კუკიის სასაფლაო
ლილოს სასაფლაო
ლისის სასაფლაო (თხინვალი)
ლოტკინის ქურთების სასაფლაო
მახათის სასაფლაო
მუხათგვერდის სასაფლაო
მუხიანის აგარაკების სასაფლაო
ნადიკვარის ებრაელების სასაფლაო
ნავთლუღის სასაფლაო
ნუცუბიძის ფერდობის სასაფლაო
ორთაჭალის მუსლიმების სასაფლაო
ორთაჭალის ქრისტიანების სასაფლაო
ოქროყანის სასაფლაო
პეტრე-პავლეს სასაფლაო
რუსი ებრაელების სასაფლაო
საბურთალოს პანთეონის საქალაქო სასაფლაო
საბურთალოს სასაფლაო
საბურთალოს საძმოს სასაფლაო
სოფ. დიღმის სასაფლაო
სოფელ გლდანის სასაფლაო
ტაბახმელის სასაფლაო (შინდისი)
ტაბახმელის სასაფლაო
ფონიჭალის სასაფლაო
ქვემო ავჭალის სასაფლაო
ქვემო ფონიჭალის სასაფლაო
ღრმაღელის სასაფლაო
ძველი ვეძისის სასაფლაო
წავკისის სასაფლაო
წინაუბნის სასაფლაო
წმინდა ბარბარეს სასაფლაო
ხოჯევანქის სომხური პანთეონი.
თბილისში, ასევე, მდებარეობს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ოთხი პანთეონი:
მთაწმინდის პანთეონი, დიდუბის პანთეონი,
სომხური პანთეონი (ხოჯევანქი) და მახათას ახალი პანთეონი.